პროექტის ბოლო დღე ყველაზე საინტერესო იყო.წარმოვადგინეთ პრეზენტაციები საკმაოდ აქტუალურ საკითხებზე. მივეცით ერთმანეთს რჩევები, რის მიხედვითაც უფრო სრულყოფილს გავხდით ჩვენს ნაშრომებს.
უღრმესი მადლობა ქალბატონ ლალის, რომელმაც შეძლო ჩვენში მოტივაცია აემაღლებინა და საკმაოდ დამქანცველი შრომა სახალისო გაეხადა. ბევრი რამ ვისწავლეთ, დამთავრდა ტრენინგი და გული მწყდება, უკვე სიცარიელეს ვგრძნობ. ქალბატონო ლალი, კვლავ სიამოვნებით ვითანამშრომლებ თქვენთან!
პროექტზე დაფუძნებული სწავლება
ინტელის სასწავლო კურსი
Tuesday, May 30, 2017
Saturday, May 27, 2017
მერვე დღის რეფლექსია
დღევანდელმა ტრენინგმაც ნაყოფიერად ჩაიარა. გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებს. ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს გავუზიარეთ შთაბეჭდილებები,ტრენერისაგან მივიღეთ შესაბამისი რჩევები.ვისწავლეთ მოსწავლის პრეზენტაციის ბლოგზე გადატანა. კიდევ ერთხელ გადავათვალიერეთ პროექტის პორტფოლიო, თუ რა გვაქვს წესრიგში მოსაყვანი, რათა ღირსეულად წარვდგეთ პრეზენტაციაზე.
Sunday, May 14, 2017
მეექვსე და მეშვიდე დღეების რეფლექსია
მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტი არ იყო, ეს დღეები საკმაოდ დატვირთული გვქონდა, ვიმსჯელეთ სასწავლო პროცედურების შევსებაზე. ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი თვალსაზრისები პროექტის მსვლელობის შესახებ. შემდეგ დავიწყეთ მუშაობა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე, მივიღეთ შესაბამისი რჩევები ტრენერისგან. ასევე გავეცანით მოსწავლის ნაშრომის შეფასების რუბრიკას. სახლში უნდა წავიკითხოთ მოდული-5, რათა შევძლოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების ადაპტირება და გუგლ-დრაივში მისი შენახვა.
Sunday, May 7, 2017
მეხუთე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღეც საკმაოდ დატვირთული იყო. გადავხედეთ შეფასების დროის ჩარჩოს, თუ რამდენად სწორად გვქონდა შერჩეული პროექტის მსვლელობის სხვადასხვა ეტაპზე შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები. გეგმის შაბლონში შევავსეთ- შეფასების მოკლე მონახაზი.შემდეგ ვისწავლეთ ჩვენს ბლოგზე გვერდების ჩამატება, ასევე ბლოგზე პოტფოლიოს გადმოტანა. გავეცანით საავტორო უფლებებს და ჩავინიშნეთ საშინაო დავალება.
Tuesday, May 2, 2017
მეოთხე დღის რეფლექსია
ტრენინგის ყოველი მომდევნო დღე უფრო და უფრო საინტერესო ხდება. კიდევ ერთხელ დავაზუსტეთ პროექტის მიზანი და ამოცანები, მიმარულების მიმცემი საკვანძო კითხვები. შემდეგ გავეცანით შეფასების სტანდარტებს, ვიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩოს შევსებაზე, რომელიც ავტვირთეთ "გუგლ-დრაივში."
Subscribe to:
Posts (Atom)