დატვირთული იყო დღევანდელი ტრენინგი.მიმოვიხილეთ ჩვენ მიერ წარმოდგენილი ბროშურის მაკეტები. გავეცანით ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტებს, შევარჩიეთ შესაბამისი ინდიკატორები, ჩამოვაყალიბეთ პროექტის მიზანი და ამოცანები, ასევე შევადგინეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და გავწერეთ ბლოგზე.
ჩავინიშნეთ საშინაო დავალება.
Sunday, April 30, 2017
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი შეკითხვა-
თემატური შეკითხვები:
შინაარსობრივი შეკითხვები:
- როგორ შეცვალა ადამიანთა მსოფლმხედველობა 21-ე საუკუნემ?
თემატური შეკითხვები:
- რატომ დასჭირდა ვაჟა-ფშაველას პოემა "სტუმარ-მასპინძელში" თემური წყობილების ადათ- წესების წინა პლანზე წამოწევა?
- როგორია პერსონაჟების დამოკიდებულება ტრადიციებისადმი?
- რატომ უპირისპირდებიან ნაწარმოების გმირები თემს?
შინაარსობრივი შეკითხვები:
- ვინ არიან "სტუმარ-მასპინძლის" მთავარი მოქმედი პირები?
- რას უპირისპირდებიან პოემის პერსონაჟები?
- რა აღიარა მწერალმა უმაღლეს რწმენად?
პროექტის მიზნები და ამოცანები
მოსწავლეები შეძლებენ:
- გამოკვეთონ ვაჟა-ფშაველას პოემა "სტუმარ- მასპინძლიდან" პერსონაჟთა სახეები
- გააანალიზონ ნაწარმოების თითოეული პერსონაჟის ხასიათი, ქცევა, ღირებულებები
- ჩამოაყალიბონ პოემის გმირების შესახებ საკუთარი შეხედულებები თანამედროვე ეპოქასთან მიმართებაში
- წარმოადგინონ პერსონაჟების შესახებ ახლებური ინტერპრეტაცია
- იმსჯელონ ძველისა და თანამედროვე გმირების მსგავსება-განსხვავებაზე
- დაწერონ ლიტერატურული ესე თითოეულ პერსონაჟზე და განათავსონ ციფრულ ლიტერატურულ გაზეთში
Tuesday, April 25, 2017
პროექტის იდეა
ვაჟა-ფშაველას "სტუმარ-მასპინძლის" პერსონაჟები 21-ე საუკუნეში
ვაჟა- ფშაველას პოემა "სტუმარ-მასპინძლის" მთავარი პერსონაჟები ტრაგიკული გმირები არიან, ჭეშმარიტებისათვის ბრძოლას ეწირებიან და ამ თავგანწირვაში იბადება ახალი ადამიანი.
ვაჟა- ფშაველას პოემა "სტუმარ-მასპინძლის" მთავარი პერსონაჟები ტრაგიკული გმირები არიან, ჭეშმარიტებისათვის ბრძოლას ეწირებიან და ამ თავგანწირვაში იბადება ახალი ადამიანი.
მოსწავლეები გამოკვეთენ პოემის პერსონაჟთა სახეებს, სიღრმისეულად აანალიზებენ თითოეულის ხასიათის თვისებებს, ქცევის მოტივს, დამოკიდებულებას ტრადიციებისადმი, ღირებულებებსა და ფასეულობებს.
მოქმედ გმირებს შეაპირისპირებენ დღევანდელ რეალობასთან და აყალიბებენ საკუთარ შეხედულებებს.
დაესწრებიან სანდრო ახმეტელის დრამატულ თეატრში რეჟისორ ირაკლი გოგიას მიერ დადგმულ სპექტაკლს- ვაჟა-ფშაველას თანამედროვე "სტუმარ-მასპინძელი,"მოაწყობენ ნანახის განხილვას,იმსჯელებენ რეჟისორის მთავარი სათქმელის ფორმასა და საშუალებებზე. შეადარებენ ვაჟასეულ და თანამედროვე პერსონაჟებს ერთმანეთს და გამოკვეთენ მსგავსება-განსხვავებას.
დაწერენ ლიტერატურულ ესეებს თითოეულ პერსონაჟზე, მოამზადებენ პრეზენტაციებს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგენენ . ასევე განათავსებენ ციფრულ ელექტრონულ ჟურნალში.
Subscribe to:
Posts (Atom)