ვაჟა- ფშაველას პოემა "სტუმარ-მასპინძლის" მთავარი პერსონაჟები ტრაგიკული გმირები არიან, ჭეშმარიტებისათვის ბრძოლას ეწირებიან და ამ თავგანწირვაში იბადება ახალი ადამიანი.
მოსწავლეები გამოკვეთენ პოემის პერსონაჟთა სახეებს, სიღრმისეულად აანალიზებენ თითოეულის ხასიათის თვისებებს, ქცევის მოტივს, დამოკიდებულებას ტრადიციებისადმი, ღირებულებებსა და ფასეულობებს.
მოქმედ გმირებს შეაპირისპირებენ დღევანდელ რეალობასთან და აყალიბებენ საკუთარ შეხედულებებს.
დაესწრებიან სანდრო ახმეტელის დრამატულ თეატრში რეჟისორ ირაკლი გოგიას მიერ დადგმულ სპექტაკლს- ვაჟა-ფშაველას თანამედროვე "სტუმარ-მასპინძელი,"მოაწყობენ ნანახის განხილვას,იმსჯელებენ რეჟისორის მთავარი სათქმელის ფორმასა და საშუალებებზე. შეადარებენ ვაჟასეულ და თანამედროვე პერსონაჟებს ერთმანეთს და გამოკვეთენ მსგავსება-განსხვავებას.
დაწერენ ლიტერატურულ ესეებს თითოეულ პერსონაჟზე, მოამზადებენ პრეზენტაციებს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგენენ . ასევე განათავსებენ ციფრულ ელექტრონულ ჟურნალში.
ძალიან საინტერესო საკითხია , ვფიქრობ მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდის მიზნით საინტერესო იქნება იმსჯელონ ტრადიციების გავლენაზე და შეაპირისპირონ რეალობას.. ისაუბრონ დადებით და უარყოფით მხარეებზე .გისურვებთ წარმატებებს
ReplyDeleteმადლობა რჩევისათვის, აუცილებლად გავითვალისწინებ.
Delete25.04.17 რეფლექსია
ReplyDeleteსაკმაოდ დატვირთული იყო დღევანდელი დღე.ვიმუშავეთ პროექტებით სწავლებასთან დაკავშირებით ბროშურის შექმნაზე.შემდეგ კი წარმოვადგინეთ საშინაო დავალება-პროექტის იდეა.ჯგუფის წევრებმა საჭირო რეკომენდაციები მივიღეთ ტრენერისაგან.პროექტის იდეა გავწერეთ ბლოგზე.იმდენად ჩართულები ვიყავით მუშაობაში,რომ დრო შეუმჩნევლად გაგვეპარა.მადლობა ამისათვის ჩვენს ტრენერს-ქალბატონ ლალი გიგაურს.