პროექტის ბოლო დღე ყველაზე საინტერესო იყო.წარმოვადგინეთ პრეზენტაციები საკმაოდ აქტუალურ საკითხებზე. მივეცით ერთმანეთს რჩევები, რის მიხედვითაც უფრო სრულყოფილს გავხდით ჩვენს ნაშრომებს.
უღრმესი მადლობა ქალბატონ ლალის, რომელმაც შეძლო ჩვენში მოტივაცია აემაღლებინა და საკმაოდ დამქანცველი შრომა სახალისო გაეხადა. ბევრი რამ ვისწავლეთ, დამთავრდა ტრენინგი და გული მწყდება, უკვე სიცარიელეს ვგრძნობ. ქალბატონო ლალი, კვლავ სიამოვნებით ვითანამშრომლებ თქვენთან!
Tuesday, May 30, 2017
Saturday, May 27, 2017
მერვე დღის რეფლექსია
დღევანდელმა ტრენინგმაც ნაყოფიერად ჩაიარა. გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებს. ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს გავუზიარეთ შთაბეჭდილებები,ტრენერისაგან მივიღეთ შესაბამისი რჩევები.ვისწავლეთ მოსწავლის პრეზენტაციის ბლოგზე გადატანა. კიდევ ერთხელ გადავათვალიერეთ პროექტის პორტფოლიო, თუ რა გვაქვს წესრიგში მოსაყვანი, რათა ღირსეულად წარვდგეთ პრეზენტაციაზე.
Sunday, May 14, 2017
მეექვსე და მეშვიდე დღეების რეფლექსია
მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტი არ იყო, ეს დღეები საკმაოდ დატვირთული გვქონდა, ვიმსჯელეთ სასწავლო პროცედურების შევსებაზე. ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი თვალსაზრისები პროექტის მსვლელობის შესახებ. შემდეგ დავიწყეთ მუშაობა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე, მივიღეთ შესაბამისი რჩევები ტრენერისგან. ასევე გავეცანით მოსწავლის ნაშრომის შეფასების რუბრიკას. სახლში უნდა წავიკითხოთ მოდული-5, რათა შევძლოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების ადაპტირება და გუგლ-დრაივში მისი შენახვა.
Sunday, May 7, 2017
მეხუთე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღეც საკმაოდ დატვირთული იყო. გადავხედეთ შეფასების დროის ჩარჩოს, თუ რამდენად სწორად გვქონდა შერჩეული პროექტის მსვლელობის სხვადასხვა ეტაპზე შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები. გეგმის შაბლონში შევავსეთ- შეფასების მოკლე მონახაზი.შემდეგ ვისწავლეთ ჩვენს ბლოგზე გვერდების ჩამატება, ასევე ბლოგზე პოტფოლიოს გადმოტანა. გავეცანით საავტორო უფლებებს და ჩავინიშნეთ საშინაო დავალება.
Tuesday, May 2, 2017
მეოთხე დღის რეფლექსია
ტრენინგის ყოველი მომდევნო დღე უფრო და უფრო საინტერესო ხდება. კიდევ ერთხელ დავაზუსტეთ პროექტის მიზანი და ამოცანები, მიმარულების მიმცემი საკვანძო კითხვები. შემდეგ გავეცანით შეფასების სტანდარტებს, ვიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩოს შევსებაზე, რომელიც ავტვირთეთ "გუგლ-დრაივში."
Monday, May 1, 2017
ეროვნილი სასწავლო გეგმის საგნობრივი სტანდარტები და 21-ე საუკუნის უნარები
მიმართულება: წერა
ქართ.
XI. 9. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული
ნაწარმოების წერილობით გაანალიზება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
აანალიზებს პერსონაჟთა სახეებს,
აჯგუფებს კონფლიქტთან მიმართებით და განსაზღვრავს
მათს როლს სიუჟეტის განვითარებაში;
ქართ.
XI. 10. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა
სახის ესეის დაწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
წერს ესეის, რომელშიც პირად ან
ლიტერატურულ გამოცდილებაზე დაყრდნობით მსჯელობს მოცემული თემის, პრობლემების შესახებ
(ამტკიცებს / უარყოფს, გამოთქვამს ვარაუდს, ადარებს, ავლებს პარალელებს);
·
მოცემული თემის შესახებ მოიძიებს,
აფასებს და შეარჩევს შესაბამის წყაროებს, ლიტერატურულ პარალელებს, იხსენებს ცხოვრებისეულ
ფაქტებს და სხვ.;
·
განიხილავს პერსონაჟის ხასიათს,
ქცევის მოტივს, ღირებულებებსა და ფასეულობებს (ფსიქოლოგიური პორტრეტი);
·
წერს ლიტერატურულ ესეის, რომელშიც
ახასიათებს პერსონაჟს ან განიხილავს ნაწარმოებში ასახულ პრობლემას;
·
განიხილავს ნაწარმოებში ასახულ
პრობლემას, რისთვისაც იყენებს ლიტერატურულ ან ცხოვრებისეულ პარალელებს;
·
წერს ესეის შემოქმედებითი თვითგამოხატვისთვის,
განწყობილებების, შთაბეჭდილებების, ემოციების და ა. შ. გადმოსაცემად.
Sunday, April 30, 2017
მესამე დღის რეფლექსია
დატვირთული იყო დღევანდელი ტრენინგი.მიმოვიხილეთ ჩვენ მიერ წარმოდგენილი ბროშურის მაკეტები. გავეცანით ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტებს, შევარჩიეთ შესაბამისი ინდიკატორები, ჩამოვაყალიბეთ პროექტის მიზანი და ამოცანები, ასევე შევადგინეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და გავწერეთ ბლოგზე.
ჩავინიშნეთ საშინაო დავალება.
ჩავინიშნეთ საშინაო დავალება.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი შეკითხვა-
თემატური შეკითხვები:
შინაარსობრივი შეკითხვები:
- როგორ შეცვალა ადამიანთა მსოფლმხედველობა 21-ე საუკუნემ?
თემატური შეკითხვები:
- რატომ დასჭირდა ვაჟა-ფშაველას პოემა "სტუმარ-მასპინძელში" თემური წყობილების ადათ- წესების წინა პლანზე წამოწევა?
- როგორია პერსონაჟების დამოკიდებულება ტრადიციებისადმი?
- რატომ უპირისპირდებიან ნაწარმოების გმირები თემს?
შინაარსობრივი შეკითხვები:
- ვინ არიან "სტუმარ-მასპინძლის" მთავარი მოქმედი პირები?
- რას უპირისპირდებიან პოემის პერსონაჟები?
- რა აღიარა მწერალმა უმაღლეს რწმენად?
პროექტის მიზნები და ამოცანები
მოსწავლეები შეძლებენ:
- გამოკვეთონ ვაჟა-ფშაველას პოემა "სტუმარ- მასპინძლიდან" პერსონაჟთა სახეები
- გააანალიზონ ნაწარმოების თითოეული პერსონაჟის ხასიათი, ქცევა, ღირებულებები
- ჩამოაყალიბონ პოემის გმირების შესახებ საკუთარი შეხედულებები თანამედროვე ეპოქასთან მიმართებაში
- წარმოადგინონ პერსონაჟების შესახებ ახლებური ინტერპრეტაცია
- იმსჯელონ ძველისა და თანამედროვე გმირების მსგავსება-განსხვავებაზე
- დაწერონ ლიტერატურული ესე თითოეულ პერსონაჟზე და განათავსონ ციფრულ ლიტერატურულ გაზეთში
Tuesday, April 25, 2017
პროექტის იდეა
ვაჟა-ფშაველას "სტუმარ-მასპინძლის" პერსონაჟები 21-ე საუკუნეში
ვაჟა- ფშაველას პოემა "სტუმარ-მასპინძლის" მთავარი პერსონაჟები ტრაგიკული გმირები არიან, ჭეშმარიტებისათვის ბრძოლას ეწირებიან და ამ თავგანწირვაში იბადება ახალი ადამიანი.
ვაჟა- ფშაველას პოემა "სტუმარ-მასპინძლის" მთავარი პერსონაჟები ტრაგიკული გმირები არიან, ჭეშმარიტებისათვის ბრძოლას ეწირებიან და ამ თავგანწირვაში იბადება ახალი ადამიანი.
მოსწავლეები გამოკვეთენ პოემის პერსონაჟთა სახეებს, სიღრმისეულად აანალიზებენ თითოეულის ხასიათის თვისებებს, ქცევის მოტივს, დამოკიდებულებას ტრადიციებისადმი, ღირებულებებსა და ფასეულობებს.
მოქმედ გმირებს შეაპირისპირებენ დღევანდელ რეალობასთან და აყალიბებენ საკუთარ შეხედულებებს.
დაესწრებიან სანდრო ახმეტელის დრამატულ თეატრში რეჟისორ ირაკლი გოგიას მიერ დადგმულ სპექტაკლს- ვაჟა-ფშაველას თანამედროვე "სტუმარ-მასპინძელი,"მოაწყობენ ნანახის განხილვას,იმსჯელებენ რეჟისორის მთავარი სათქმელის ფორმასა და საშუალებებზე. შეადარებენ ვაჟასეულ და თანამედროვე პერსონაჟებს ერთმანეთს და გამოკვეთენ მსგავსება-განსხვავებას.
დაწერენ ლიტერატურულ ესეებს თითოეულ პერსონაჟზე, მოამზადებენ პრეზენტაციებს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგენენ . ასევე განათავსებენ ციფრულ ელექტრონულ ჟურნალში.
Subscribe to:
Posts (Atom)